ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს ვადაზე ადრე, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება - ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 14:47 361 ნახვა

ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს იმაზე ადრე, ვიდრე მას ეკუთვნის, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მარტივადაა საქმე - თუ არ ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში, რაც ქვეყნის განვითარებასთანაა დაკავშირებული, ეს იქნება მათი არჩევანი და ეს არჩევანი იქნება თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა. შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ აღარ იყვნენ მთავარი ოპოზიციური პარტია. მათ არჩევანით შეიძლება ეს ასე მოხდეს. ვხედავთ, რომ მათი მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება და გუშინდელი აქცია ამის დასტური იყო“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება, მათ შორის გუშინდელი აქციაც იყო ამის ერთ-ერთი დასტური. შსს დგას მოწოდების სიმაღლეზე და ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ყველა თვალსაზრისით.

კობახიძის განცხადებით, გუშინ სააკაშვილის გამოსვლა სასამართლო პროცესზე ნიშნავდა იმას, რომ მან შეცდომებით ვერაფერი ისწავლა.

„ეს იყო ყოფილი დიქტატორის გამოსვლა, რომელმაც ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლა. დასკვნები ვერცერთი გაკვეთილიდან ვერ გამოიტანა. ის საუბრობდა ერთი საათის განმავლობაში ძალიან მოსაწყენად ისეთ თემებზე, რომელზეც საზოგადოებას აქვს სრული ინფორმაცია. ის საუბრობდა მათ შორის თავის დანაშაულებზე, ოღონდ ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი დანაშაულად არ წარმოეჩინა, ცდილობდა, მისი დანაშაულები გადაებრალებინა სხვებისთვის, მათ შორის მისი გუნდის ყოფილი თუ მოქმედი წევრებისთვის, რომლებსაც სასჯელიც აქვთ მოხდილი მისი ქმედებებისთვის, რომლის სათავეშიც მიხეილ სააკაშვილი იდგა. მიხეილ სააკაშვილი იყო იმ რეჟიმის ხელმძღვანელი, რომლის დაკვეთითაც ხორციელდებოდა ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა რუსეთისთვის და ამ ყველაფრისთვის მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ალბათ, გუშინდელი სიტყვის შემდეგ „ართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ მას სასჯელი ბოლომდე აქვს მოსახდელი“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში