პარლამენტის დღევანდელი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. დეპუტატებმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შეაფასეს.
მმართველი გუნდის წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საკანონმდებლო ორგანოში ურთიერთბრალდებები ისმოდა.
ოპოზიციის კრიტიკის საგანი რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული ბიუჯეტების საკითხიც გახდა. ისაუბრეს პანდემიაზეც.