აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მიიღეს, კურორტ სეზონის წარმატებით ჩატარებისთვის, აუცილებელი ღონისძიებები.
თორნიკე რიჟვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ამ ღონისძიებების შედეგად სრულად მოხდება იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც უკავშირდება ზამთრის ტურისტულ სეზონს, თუმცა რა კონკრეტულ ღონისძიებებზეა საუბარი, მას სხდომაზე არ დაუკონკრეტებია.
"იცით, რომ გვიახლოვდება ზამთრის ტურისტული სეზონი. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილებები ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის კურორტ გოდერძის ტურისტული სეზონის წარმატებით ჩატარებისთვის საჭირო და აუცილებელი ღონისძიებები და ვიმედოვნებთ, რომ ამ ღონისძიებების შედეგად სრულად მოხდება იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც უკავშირდება ზამთრის ტურისტულ სეზონს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.