„პირველი ავტოგრაფი“ საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი გრძელდება. ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე პატარა მსახიობები მაყურებლის წინაშე სპექტაკლ „სათაგურით “ წარსდგნენ. საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი 5 დეკემბერს დაჯილდოვებით დასრულდება. ფესტივალში რეგიონის 14 სკოლა მონაწილეობს. გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში ჟიური გამოავლენს. საუკეთესო შემსრულებელს ბათუმის დრამატული თეატრისგან ოქროს ბილეთი გადაეცემა.