შეცდომა ვერასდროს დაერქმევა ხალხის წამებას, ღირსების გაუქმებას, ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილს ახლა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში უწევს პასუხისგება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ახლანდელი სასამართლო მიხეილ სააკაშვილის შექმნილი სასამართლოსგან განსხვავებული და დამოუკიდებელია, რადგან დღეს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ნება დართო, რომ მისი პროცესი საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირ ეთერში გაეშუქებინა.
"ბიზნესების წართმევა და უცბად გახსენება თითქოს ღამის სამ საათზე მოუნდა ვინმეს ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს, ამას ვერ დაერქმევა შეცდომები. ეს არის უდიდესი და ძალიან ცუდი ქმედებები და დანაშაულები, ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი მტკიცებულების სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები. ორ საქმეზე მსჯავრდებულია სააკაშვილი და სხვა სავარაუდო დანაშაულებზე მიდის სასამართლო წარმოება და შესაბამის განაჩენს გამოიტანს, ოღონდ, ისეთი სასამართლოს არა, მას რომ ჰქონდა და სხვა ჟურნალისტებს ფეხი არ ჰქონდათ დადგმული, არამედ ისეთ სასამართლოში, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია დ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჩართო პირდაპირ ეთერში - ამას ვერ წარმოიდგენდით ვერასდროს ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, რადგან მან შეცვალა კანონი, რომ ფეხი არ დაგედგათ სასამართლო პროცესზე გასაშუქებლად, ისე შეიძლება მოხვედრილიყავით“,- განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე დღეს სასამართლო სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხალხის წამებას და ხალხის ღირსების გაუქმებას შეცდომა ვერ დაერქმევა.
"შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას ამ ქვეყანაში, იმ ხალხის რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს ღამის სამ საათზე მოუნდა ვიღაცას, რომ ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს. ამას ვერ დაერქმევა შეცდომები. ეს არის უდიდესი და ძალიან ცუდი დანაშაულები და ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი მტკიცებულების სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები, რომ ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. ასეთი საქმეები მიმდინარეობს, ორ მათგანზე მსჯავრდადებულია მიხეილ სააკაშვილი. სხვა დანაშაულებზე, სავარაუდო დანაშაულებზე, პრეზუმფციაც რომ დავიცვათ, მიდის ახლა სასამართლო წარმოება და შესაბამის განაჩენს გამოიტანს." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.