გონიოს მცხოვრებლებს არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აფსაროსის ქუჩაზე ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის, საბავშვო და მცირე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიგეგმა. უწყებაში ამბობენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები მერიაშიც განახლდება. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 27 01 19.