60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა დაბალია, სწორედ ამიტომ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - ტიკარაძე

29 ნოემბერი 2021, 17:02 985 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში აცრების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწორედ ამიტომ ქვეყანაში ჰოსპიტალოზაციის მაღალი მაჩვენებელია.

„საქართველოში 60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია, დაახლოებით 30%-მდე. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც აისახება უკვე ჩვენი მოქალაქეების ლეტალობის მაჩვენებელზე. დაბალი მაჩვენებელი უფრო სარისკოა. ქვეყნები, სადაც აცრილი მოქალაქეების 50%-მდეა, ისეთივე გამოწვევის წინაშე დგანან, როგორც საქართველო. ამ ეტაპზე საწოლფონდის მიმართულებით არანაირი დეფიციტი არ არის. უკვე ორი წელია, ჩვენი ექიმები გმირულად იბრძვიან და რა თქმა უნდა, ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენენ.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამს, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერ არ არის დადგენილი, არის თუ არა არსებული ვაქცინები ეფექტური ახალი შტამის მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში