„პირველი ავტოგრაფი“ - სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი

29 ნოემბერი 2021, 10:54 1037 ნახვა

„პირველი ავტოგრაფი“ საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი  გაიხსნა. ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე პატარა მსახიობები მაყურებლის წინაშე სპექტაკლ „ჰელადოსით“ წარსდგნენ. მანამე კი რეჟისორების, კინომცოდნეების და მსახიობების ვიდეო მიმართვა აჩვენეს,  სადაც ისინი პროექტის ღირებულებასა და ბავშვებში თეატრალური კულტურის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. 

ფესტივალი 5 დეკემბერს დაჯილდოვებით დასრულდება, მანამდე კი  ყოველდღიურად 2 სპექტაკლის ჩვენება გაიმართება.

ფესტივალში ჩართვისა და მონაწილეობის სურვილი  აჭარაში 14 სკოლის 188 მოსწავლემ გამოთქვა. 

გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში ჟიური გამოავლენს. საუკეთესო შემსრულებელს ბათუმის დრამატული თეატრისგან ოქროს ბილეთი გადაეცემა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი