1 დღე მიხეილ სააკაშვილის სასამართლომდე. დაესწრება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი პროცესს 7 ნოემბრის საქმეზე დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მიხეილ სააკაშვილს დღეს პირად ექიმი და კონსილიუმის წევრები მოინახულებენ.
მედიკოსის გუშინდელი განცხადებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სასამართლო პროცესისთვის ემზადება.