გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის დედა სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურს უწოდებს და ნიკა ტაკიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს. დაკავებულის ოჯახი კი განაჩენს საერთოდ ასაჩივრებს. 24 წლის ნიკა ტაკიძეს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან სექსუალური ხასიათის შეღწევა ბრალდება. იგი გამართლდა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია დაღუპულის ბაბუაც, რომელსაც ოჯახში ძალადობის ბრალდებით აგვისტოში 1 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.