მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა

25 ნოემბერი 2021, 19:39 821 ნახვა

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. იუსტიციის უმაღლესს საბჭოს პარლამენტისთვის ასარჩევად  ოთხი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი: გენადი მაკარიძე, ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი. მათგან დღეს ორის ჯერი იყო, ორს კი ხვალ მოუსმენენ, მათ მანტიის მისაღებად 76 ხმა სჭირდებათ. პირველ გამომსვლელ გენადი მაკარიძესთან კითხვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ერთ-ერთი შეკითხვა იყო, რომელ ე.წ. კლანს წარმოადგენს ის, რაზეც გენადი მაკარიძემ უპასუხა, რომ არც ერთს და ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ნინო ოქროპირიძეს კი ჰკითხეს ჯარიმებზე, რომლებიც მას სიჩქარის გადაჭარბების გამო აქვს.დებატებში ლევან იოსელიანმა და თამარ ოქროპირიძემ განიხილეს სხვადასხვა საქმე, რომელიც მოსამართლეობის დროს ჩაბარდა ოქროპირიძეს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი