რუსეთის მაღაროში დაკვამლიანებას მსხვერპლი მოჰყვა

25 ნოემბერი 2021, 16:46 922 ნახვა

რუსეთში ლისტვიაჟნაიას მაღაროში დაღუპულ მაღაროელთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა განაცხადა.ინციდენტის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე  წარმოების უსაფრთხოების  მოთხოვნების დარღვევის მუხლით აღძრა. მაღაროში დაკვამლიანების მიზეზი ქვანახშირის  მტვრის აალება გახდა. მას აფეთქება არ მოჰყოლია , მაღარო დაზიანებული არ არის. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, ევაკუირებულია 236 მაღაროელი, იქ სულ 285 ადამიანი იმყოფებოდა. საავადმყოფოში 43 დაშავებულია გადაყვანილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი