სამხედროები საშტატო იარაღითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ სპეციალური ოპერაციების ძალების 22 წლის იუბილეზე. ამერიკელ და ქართველ სამხედროებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. სამხედროებმა რეიდის ოპერაციისას საბრძოლო ვაზნებით, ყუმბარმტყორცნით და სნაიპერული გასროლით, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება და დაჭრილების ევაკუაცია განახორციელეს.