საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კოვიდრეგულაციების ნაწილი ისევ უქმდება. კინოთეატრში, თეატრსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50%-მდე იზრდება.
ასევე 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება.
მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, პისიარ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.