საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია მწვერვალის დალაშქვრისას გარდაიცვალა

23 ნოემბერი 2021, 23:12 1616 ნახვა

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი და ბიზნესმენი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ილია კოკაია მწვერვალ "დედაენის" დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც დაშავდა და მიღებული დაზიანებით გარდაიცვალა.

ტრაგიკული შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე "დედაენის" მწვერვალზე ლაშქრობისას მოხდა. ის გამოცდილი მთამსვლელი იყო, რომელსაც ბევრი ცნობილი მწვერვალი აქვს დალაშქრული და საქართველოს დროშა აღუმართავს.

ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 2004 წელს დაარსა. გუნდმა 2010-2011 და 2011-12 წლების სეზონებში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. ერთხელ 2008 წელს საქართველოს თასი გამარჯვებული გახდა, ხოლო 2011 და 2012 წლებში საქართველოს სუპერთასსაც დაეუფლა.

ბოლო წლებში "ზესტაფონი" ქვედა ლიგებში თამაშობდა. რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონი" ლიგა 4-ის ჩემპიონი გახდა და ლიგა 3-ში თამაშის უფლებაც ოფიციალურად მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი