„ქართული ოცნების“ დეპუტატები და ოპოზიციის წევრები ვარდების რევოლუციის შედეგებს და დღევანდელ აქციას აფასებენ.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ მაშინდელი ოპოზიციის მოთხოვნები იყო რელევანტური, თუმცა შემდეგ განვითარებული მოვლენებით, მათი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეების ძირითადი უფლებები შელახა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი მოქმედი ხელისუფლების ხელში საფრთხეშია.
როგორც ამბობენ, ამ დღის მნიშვნელობის შესახსენებლად და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ.