სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი და პროფესორები აჭარის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდნენ და მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებული უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამერიკელი მეცნიერების ბათუმში ვიზიტის მიზანი საინჟინრო, ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო დარგებისა და ყველა იმ შესაძლებლობის გაცნობაა, რასაც რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი სთავაზობს.