პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ. ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური პროგრამა წარადგინა, რომლის მიხედვით, სოცდაუცველი მოქალაქეები უნდა დასაქმდნენ და დახმარების ნაცვლად ხელფასი მიიღონ. ისაუბრა ონლაინ კაზინოების აკრძალვაზეც. პრემიერის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.