ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავს მისი ერთ-ერთი შემოქმედი გორის ჰოსპიტალში ხვდება. მიხელ სააკაშვილი 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ 3 დღეა მკურნალობს. მისი ადვოკატი კი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლად მკურნალობის საშუალება მიეცეს. ამის აუცილებლობას ხედავენ მისი ოჯახის წევრები. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, კონსილიუმის ერთ-ერთი ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.