ექიმთან კონსილიუმი უკვე რამდენიმე საათია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს გორის ჰოსპიტალში. ყოფილი პრეზიდენტი უკვე მოინახულეს თანაგუნდელებმა და რადას დეპუტატმა. ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილის გამოჯანმრთელება წარმოუდგენია მისი თავისუფლების გარეშე. დღეს ყოფილ პრეზიდენტს პირველად შეხვდებიან უფლებადამცველები მას შემდეგ, რაც პატიმარი ექს პრეზიდენტი მკურნალობის გასაგრძელებლად ციხის საავადმყოფოდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ხვალ ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა მიხელ სააკაშვილის მხარდასაჭერად.