პრემიერის დღევანდელი ინიციატივები უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების ნაწილი. ირაკლი ღარიბაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უკვე მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ხელისუფლების ოპონენტები კი ათწლიანი მმართველობის შემდეგ დღეს პრემიერის მიერ დაანონსებული ინიციატივებს დაგვიანებულს უწოდებენ.