მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის".
პარტიაში ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობისთვის დაბრუნდებიან. „სხვა პროცესებში ჩართვა ამ ეტაპისთვის არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მიტაცებულ ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემაა, ვიდრე საპარლამენტო მუშაობის იმიტაციის შექმნა," - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.
განსხვავებული პოზიცია აქვთ "ლელოში". ფრაქცია 2 ნოემბერს დაწყებულ პროტესტს წყვეტს და დღეიდან პარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.