პირველი შეთანხმება ,,სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების“ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. თანამშრომლობის მემორანდუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,მეტრო ავრაზია ჯორჯიას“ შორის გაფორმდა, რაც დეველოპერულ კომპანიაში სტუდენტების სტაჟირებას და დასაქმებას ითვალისწინებს. საბოლოო შედეგებს გამოფენის მონაწილეები და ორგანიზატორები ხვალ შეაჯამებენ. დაინტერესებულ პირებს საკუთარ პროდუქციას წელს 7 ქვეყნის 45 კომპანია სთავაზობს.