მწვანე პასპორტის ახალი წესები

22 ნოემბერი 2021, 11:48 1659 ნახვა

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის თქმით, მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს.

კოვიდპასპორტების სისტემა 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

ფერაძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება, რაც ხელმისაწვდომი იქნება კოვიდზე ვაქცინირებული, ტესტირებული და ვირუსგადატანილი ადამიანებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი