პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში უცხოელი მოხალისე მასწავლებლებისა და ადგილობრივი უცხო ენის პედაგოგების ერთობლივი შუალედური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში 35 ადგილობრივი მასწავლებელი და 23 მოხალისე მონაწილეობდა. პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება, 2014 წლიდან იგი გაფართოვდა, შეიცვალა მოხალისეთა შერჩევის კრიტერიუმები. შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.