მთავარი ღირებულება, რომელიც გვამოძრავებს, არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა - კობახიძე 

19 ნოემბერი 2021, 16:05 1487 ნახვა

ირაკლი კობახიძის განმარტებით, გორის ჰოსპიტალი სათანადოდ არის აღჭურვილი და იქ გადაყვანაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს. 

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ამას ეფუძვნება. 

''გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი იყო პირველი სამედიცინო მხარე, გორის ჰოსპიტალი ისევე, როგორც გლდანის საავადმყოფო არის სათანადოდ აღჭურვილი, როგორც აპარატურით ასევე სამედიცინო პერსონალით. ასე, რომ აქ რაიმე საფუძველი იმისა, რომ ვინმემ უარი თქვას მკურნალობაზე არ არსებობს. მეორე რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ გვქონდა და გვაქვს სერიოზული კითხვები ამაზე და  გორის ჰოსპიტალი არის ის კლინიკა, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტით არის დაცული უსაფრთხოება. შესაბამისად ეს ორი მოსაზრება დაეფუძნა გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ. მთავარი მაინც არის ის ღირებულებები, რომელიც გვამოძრავებს. ეს არის ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 

ჩვენ ვნახეთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გართულებული, იგივე ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, რომელიც ორ კვირაზე მეტია შიმშილობს, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება დაყოვნების გარეშე და დღეს იყო ზუსტად ის დრო'' - განაცხადა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში