არმაზ ახვლედიანი პარტია ”ქართულ ოცნებას” ტოვებს. მისი განმარტებით მიზეზი ”ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. “გავდივარ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან და ვტოვებ პარტიას”-აცხადებს არმაზ ახვლედიანი. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე იგი ამ წუთებში თბილისში ბრიფინგს მართავს. ვრცლად თემის შესახებ მომდევნო გამოშვებაში.