აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 6 სკოლა, ონლაინსწავლებაზე კი გადასულია 100 კლასი.
19 ნოემბრის მონაცემებით სრულად დისტანციურზეა:
. ბათუმი - 1
. ქობულეთი - 2
. ხელვაჩაური - 2
. ხულო - 1
სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის #7 საჯარო სკოლა 22 ნოემბერს განაახლებს სწავლას სასწავლო გარემოში.
ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით დისტანციურ სწავლებაზეა:
. ბათუმი - 84
. ქობულეთი - 7
. ხელვაჩაური - 6
. შუახევი - 2
. ქედა - 1 კლასი.
კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,6 %, ხოლო მოსწავლეების – 1,0%-ს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6%.
აჭარის რეგიონში სულ 229 საჯარო და 24 კერძო სკოლაა.