მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს ღირსეულად, მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 

19 ნოემბერი 2021, 10:20 908 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოპყრობას პირველი ოქტომბრიდან, რაც ის დააკავეს. გვინდა, შევაქოთ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაწეული საზედამხედველო სამუშაო, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის ჩამოყალიბებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობის შეფასებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სააკაშვილის სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ უზრუნველყოს, რათა სააკაშვილმა შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო განხილვებს, თუ ის ამას მოითხოვს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი