შეხვედრა ერგნეთში

18 ნოემბერი 2021, 14:21 781 ნახვა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის საკითხზე იმსჯელებენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 103-ე შეხვედრაზე ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოს სამთავრობო ჯგუფი ისევ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გელა გოჭოშვილის გათავისუფლებას და უკანონო დაკავებების და საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის შეწყვეტას.

ქართული მხარე ისევ დააყენებს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის საკითხსაც და მოითხოვს ადმინისტრაციული საზღვრის გახსნას, რათა ახალგორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა დაუბრკოლებლად შეძლონ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო და სხვა აუცილებელი მომსახურების მიღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი