სუდანში საპროტესტო აქციაზე შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 15 ადამიანი მოკლეს

18 ნოემბერი 2021, 10:07 560 ნახვა

სუდანში, სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 15 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მედიის ცნობით, სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და ცრემლსადენი აირი გაუშვეს ხართუმში, ბაჰრისა და ომდურმანში, სადაც აქციის მონაწილეები ძალაუფლების სამოქალაქო პირებისთვის გადაცემასა და სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირების გასამართლებას მოითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის დიდ ქალაქებში 25 ოქტომბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი