ევროკავშირი ბელარუსის საზღვართან თავმოყრილ მიგრანტებს დახმარებას უგზავნის

18 ნოემბერი 2021, 11:07 734 ნახვა

ევროკავშირი ბელარუსის საზღვართან თავმოყრილ მიგრანტებს 700 000 ევროს ღირებულების საკვებს, პლედებს და სხვა დახმარებას გაუგზავნის. ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა მიგრანტების დასახმარებლად, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებამ მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა უნდა შეწყვიტოს.

"ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ მეტი, მაგრამ ბელარუსის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს ხალხის მოტყუება და მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება", - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ათასობით მიგრანტი პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან ტყეშია დაბანაკებული. ყინვასა და სხვა გაუსაძლის პირობებში მყოფ მიგრანტებს არც პოლონეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის საშუალებას აძლევენ და არც ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნების ნებას რთავენ.

კრიზისის დაწყების დროიდან დღემდე მინიმუმ 8 მიგრანტია დაღუპული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი