ევროპის დღეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა, საერთაშორისო განათლების და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრებმა კვირეულის ფარგლებში მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმეს. დღეს გაიხსნა კონფერენცია სახელწოდებით “ევროპა და საქართველო”. მოგვიანებით მოეწყობა ფილმის ჩვენება “მოგზაურობა ევროპაში”. საგანმანათლებლო დაწესებულების წევრები სტუდენტებს უცხოეთში სწავლების პირობებს და გაცვლით პროგრამებს გააცნობენ. გარდა ამისა, მოეწყობა ანტიკური სამოსის დეფილე სახელწოდებით “ევროპა იწყება საბერძნეთით”. უნივერსიტეტის ფოეში მოწყობილია საფრანგეთის, გერმანიის და ინგლისის და სლავური ქვეყნების კუთხეები, სადაც მათი ნაციონალური სამზარეულო და სამოსია წარმოდგენილი.