დეპუტატები შიშილობას აგრძელებენ

17 ნოემბერი 2021, 18:32 759 ნახვა

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მან შესთავაზა  "ქართული ოცნების" წევრებს ვერსიები, რაც შეიძლება იყოს არსებული ვითარებიდან გამოსავალი . მოშიმშილე დეპუტატი აცხადებს, რომ მმამრთველ გუნდს  არც თუ ისე ბევრი დრო იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მზად არის კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული. მეოთხე დღეა შიმშილობს პარლამენტის სხდომათა დარბაზთან 9 დეპუტატი.    ამბობენ, რომ მათი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით შესუსტებულია, თუმცა აცხადებენ, რომ პროტესტი არ დასრულდება, ვიდრე   მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ. პარლამენტში უკვე მეორე კვირაა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს მოძრაობა ,,დროა“-ს  ლიდერი ელენე ხოშტარია. მოშიმშილე დეპუტატები პარლამენტში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ სურდა დამატებითი ინფორმაციების მიღება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, გასცა რეკომენდაციებიც, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და მივიდნენ გარკვეულ კონსესუსამდე.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში