სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პაციენტმა მიიღო მედიკამენტი - პენიტენციური სამსახურის ექიმი

17 ნოემბერი 2021, 17:06 1051 ნახვა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები ნორმის ფარგლებშია. ის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ექიმის თქმით, პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას.

„გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი, მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა, ასევე წარმოდგენილი იყო უახლესი ლაბორატორიული მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ ღებულობდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას.

ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია. პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ, დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება'' - განაცხადა ექიმმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში