სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა #18 სამკურნალო დაწესებულება გვიან ღამით დატოვეს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრმა, კლინიკა „ღია გულის“ ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი მძიმე პაციენტად არ ითვლება, თუმცა ვითარება, ანალიზების მიხედვით, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. მათივე განმარტებით, ინტენსიური თერაპიის პალატა, სადაც ყოფილი პრეზიდენტია მოთავსებული, კარგად არის აღჭურვილი, თუმცა არის უარყოფითი მხარეებიც, მათ შორის როგორც ექიმი ამბობს, არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს.
ამიტომ ფიქრობს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. დეტალურ დასკვნას კონსილიუმი საზოგადოება დღეს შეატყობინებს.