ფაიზერი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების გამოშვების უფლებას გასცემს

17 ნოემბერი 2021, 11:42 978 ნახვა

ფარმაცევტულმა კომპანია „ფაიზერმა“ გაერო-ს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან ერთად ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, „ფაიზერი“ სხვა მწარმოებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების წარმოების უფლებას მისცემს.

ფაიზერის“ განცხადებით, ანტივირუსული აბების გამოშვების ლიცენზიას ჟენევაში მდებარე მედიკამენტების საპატენტო ფონდს მისცემს, რომლის საშუალებითაც, ამ კომპანიებს საშუალება ექნებათ, აბები 95 ქვეყანაში გამოსაყენებლად გამოუშვან, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს შეადგენს.

რამდენიმე კვირის წინ კომპანია „ფაიზერში“ განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვს თითქმის 90%-ით ამცირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი