ბათუმში, ,,ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში კახა მიქელაძემ და ალექსანდრე ბერიძემ შიმშილობა დაიწყეს

16 ნოემბერი 2021, 15:42 1791 ნახვა

ბათუმში, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში  კახა მიქელაძემ და ალექსანდრე ბერიძემ შიმშილობა დაიწყეს. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნაა დაუყოვნებლი გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. 

კახა მიქელაძე ამბობს, რომ მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტი არ შეწყდება. 

''გადავწყვიტეთ შევუერთდეთ იმ დიდ პროტესტს, რომელიც ქვეყანაშია. ვიწყებთ შიმშილობას, რადგან ანომალიურ ყოფაში გვიწევს ცხოვრება. ადამინს არ აძლევენ, არა თუ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ სასამართლოზე დასწრების უფლებას. ჩვენი ადრესატი არ არის ეს ხელისუფლება, რადგან ამორალური ადამიანების ერთობისგან, არ გვაქვს ილუზია, რომ რაიმე ფორმით მორალური გადაწყვეტილებისკენ ვუბიძგოთ. ადრესატს წარმოადგენს  ხალხი, რომელთა შემოერთება პროტესტისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ხელისუფლებას უნდა ვაჩვენოთ ძალა, როგორც იძულების მექანიზმი. მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც კრიზისს განმუხტავს.

აბსოლუტურად არ მიფიქრია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან მთავარი არის მიზანი, რომელიც მიღწეული უნდა იყოს ჩვენი პრინციპულობით. შიმშილობა შეწყდება, როცა ქართველი ხალხის მოთხოვნები შესრულდება'' - განაცხადა კახა მიქელაძემ.

არც ერთი ნაბიჯი უკან - ამბობს კიდევ ერთი მოშიმშილე ალექსანდრე ბერიძე, რომელმაც პროტესტის უკიდურესი ფორმას მიმართა.

''მოთხოვნებია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში, ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს. გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატია დამკვიდრდეს, რისთვისაც აქამდე ქართველი ხალხი იბრძოდა,'' - ამბობს ალექსანდრე ბერიძე. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოტივით, საქართველოს პარლამენტის ათი წევრი შიმშილობს, მათ შორის ელენე ხოშტარია, რომლის მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ მძიმეა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი