,,თავისუფლება მიშას" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში

15 ნოემბერი 2021, 19:55 741 ნახვა

„3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, ისეთი ენერგია მომეცა, საკანში ადგილს ვერ ვპოულობ - დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა“- ეს არის ციტატა მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში - ამ მოთხოვნით ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა  თბილისის ორივე სანაპირო მსვლელობით გადაკეტეს. პარალალელურად, გზის სავალ ნაწილზე წარწერებს აკეთებდნენ. ბოლო წერტილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა იყო. დაანონსდა, რომ აქციები იქნება ხშირად, თუმცა, როგორც ამბობენ, მშვიდობიანი, სხვა დეტალებზე კი ჯერ არ საუბრობენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი