ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა

15 ნოემბერი 2021, 17:49 1047 ნახვა

ოპოზიციის აქცია დასრულდა.  კონკრეტული მარშრუტებს წინასწარ არ ახმოვანებდნენ, საპროტესტო მსვლელობა კი  დედაქალაქში რამდენიმე საათი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა.დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეჩერდნენ, სწორედ  პრეზიდენტია ერთ-ერთი, ვისაც ოპოზიცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა შეძლეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გადაკეტვაც. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც, ხვალიდნელ გეგმას კი დღის ბოლოს პარტიაში სპეც ბრიფინგზე გაახმოვანებენ. აქციის დაწყებისთანავე გამოჩნდა ქუჩებში  შსს-ს სპეცრაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილები. უწყებამ დილიდანვე დაანონსა, რომ თუ ვინმე კანონს დაარღვევს, იქნება ადეკვატური რეაგირება, რაც ენმ-ში აქციის შესაძლო ხელშეშლად შეფასდა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი