სოფლის მეურნეობის სფეროში სლოვაკურ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები-ამ თემაზე ქობულეთის აგროსერვის ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სლოვაკური კომპანია აგროსტუდ ჯავორიე ლფდ–ის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანი ადგილობრივი სპეციალისტებისა და ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლებაა.