„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 17:00 საათზე, აქციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული.
როგორც იცით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება უკვე 44- ე დღეა შიმშილობს და მოითხოვს მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ აპირებს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას.