ბათუმის გენ-გეგმის საჯარო განხილვა 

12 ნოემბერი 2021, 20:00 1339 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის №44-ში, შესაძლოა  ორი 55 სართულიანი სასტუმრო, მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდეს. სასტუმროების - ''ჰილტონისა'' და ''ალიანსის'' გვერდით , ორი თავისუფალი მიწის ნაკვეთია. მშენებლობით დაინტერესებული კომპანიები კი  ‐ შპს „ვესტინვესტი“ და შპს „ბრიტიშ დეველოპმენტია''. ბათუმის მერიაში პროექტის გეგმა კომპანია „ორბის“ გენერალურმა დირექტორმა წარადგინა.

რასაც საჯარო განხილვაში მონაწილე საზოგადოება ბათომის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ქალაქში მორიგი ცათამბრჯენების მშენებლობას მიუღებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სანამ ქალაქს გენგეგმა არ ექნება მსგავსი პროექტები არ უნდა განხორციელდეს.დღესვე მერიამ კიდევ ერთი კომპანიის ''ალიანს სიტი'' -წინადაგება განიხილა. მენაშენე ბათუმის მერიას განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებას და 16 მეტრის დამატებას სთხოვს, რაც შენობის 2 ბლოკზე 3 სართულის დამატებასაც გულისხმობს.კომპანია მულტიფუნქციურ კომპლექს ლუჟკოვის სახლის ადგილას აშენებს.

ბათუმის გენერალური გეგმის პროექტის ხელმძღვანელი დღეს ამბობდა, რომ მერიამ მსგავს პროექტებს მხარი გენგეგმის შემუშავებამდე არ უნდა შეუწყოს. მერია კი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება  საკრებულომ უნდა მიიღოს და ჯერ მხოლოდ საჯარო განხილვები განხილვები იმართება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში