გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში მოთავსებული ექსპრეზიდენტი შეწყვეტს თუ არა შიმშილობას უცნობია, ასევე უცნობია რას ფიქრობს ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ჯერ-ჯერობით სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არ გამოჩენილან მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები, ცნობილია, რომ დღეს მასთან შესახვედრად თინა ბოკუჩავა მივა. გვიან ღამით დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა.
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს.