„სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში“ - აცხადებენ ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, რომელთა არც ერთი შუამდგომლობა დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
უფლებადამცველებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დასრულებამდე დატოვეს. მანამდე კი პროცესი კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
ადვოკატები ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში მიეყვანათ და ამ ფორმით ჩართულიყო ის განხილვის პროცესში, თუმცა სხვა შაუმდგომლობა ჰქონდა პროკურორს.
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა სასამართლოში 29 ნოემბერს გაგრძელდება - საუბარია შვიდი ნოემბრის ეპიზოდზე.