ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქმა არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

10 ნოემბერი 2021, 17:42 1032 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები საბოლოოდ შეაჯამა და შესაბამისი ოქმიც შეადგინა ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამაც.  

მერისა და ორი მაჟორიტარული ოლქის კენჭისყრის მონაცემები  საოლქო კომისიის წევრებმა ხელმოწერებით დაადასტურეს, მათ შორის  ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თუმცა სხვებისგან განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა  საარჩევნო დოკუმენტზე შენიშვნებიც დატოვეს. 

მეორე ტურის შედეგებით მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა. იგი მერის პოზიციას ოფიციალურად დღეიდან 10 დღეში შეუდგება.

რაც შეეხება საკრებულოს შემადგენლობას, 24 კაციან საკრებულოში 14 წევრი ქართულ ოცნებას, 10 კი  ოპოზიციას ეყოლება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი