ეს იყო ყველაფერი სასამართლო პროცესის გარდა - დიმიტრი საძაგლიშვილი 

10 ნოემბერი 2021, 16:50 927 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ უარი განაცხადა, სხდომაზე ადვოკატები ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი დაეშვა. 

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შესვენების გამოცხადება მოითხოვა, რის შემდეგაც გვარამია და საძაგლიშვილი დარბაზში შესვლას შეძლებდნენ, თუმცა, მოსამართლემ შესვენება არ გამოაცხადა. 

დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ​ეს იყო ყველაფერი სასამართლო პროცესის გარდა.

''ჩვენ ვნახეთ პანიკურად შეშინებული ხელისუფლების სახე, ამ შემთხვევაში სამი მოსამართლის სახით, რომლებმაც პროცესი ჩაატარეს ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა სხდომებს დასწრებოდა. ეს კი სუს-ის ბრიფინგების საფუძველზე გააკეთეს. გამოდიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ბრალდებას გაისვრიან და ამის საფუძველზე მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ. 

მეორე გაუგონარი საკითხი არის ის, რომ ადვოკატებს არ მოგვცეს დასწრების შესაძლებლობა. ბრჭყალებში ბრალდებულს და სინამდვილეში პოლიტიკურად დევნილ მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს არ გვძლევენ შესაძლებლობას პროცესებში მონაწილეობა მივიღოთ. 

ეს ხომ სასამართლო არ არის? ეს არის ორი მხარე მოსამართლე და პროკურატურა, რომელიც სინამდვილეში ერთ მხარეს წარმოადგენს და დაცვის მხარე ბუნებაში არ არსებობს. ახლა ეს მოცემულობა მივიღეთ დარბაზში, როცა სიამტკბილობაში დარჩნენ ბრალდება და სასამართლო. 

ეს არის დადასტურება, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება უბრალოდ არ არსებობს'' - განაცხადა საძაგლიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი