საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს - ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული.
ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები სკანდირებითა და საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ.
შეკრებილების მოთხოვნაა - "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს".