ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

10 ნოემბერი 2021, 14:36 1088 ნახვა

ხელვაჩაურში წელს დაგეგმილი სოციალური სახლი გარდამავალ პროექტებს შორის მოხვდა და მისი  მშენებლობა მიმდინარეს ნაცვლად მომავალ წელს დაიწყება.

მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, კომისიამ  ბენეფიციართა შესარჩევი კრიტერიუმების შემუშავება დააგვიანა.

ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, კომისიის წევრებს შორის  არაინ მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და მისი მოადგილე კახა ფუტკარაძე. მათ დღეს პრესსამსახურის მცდელობის მიუხედავად   ბიუჯეტის სამი კვარტლის  შესრულების ანგარიშზე კომენტარი არ გააკეთეს. სწორედ ამ ანგარიშში მოხვდა სოციალური სახლი. 

რაც შეეხება სხვა პროექტებს, ძირითადი ნაწილი ფერდსამაგრ სამუშაოებს მოიცავს და უმრავლესობა როგორც გვითხრეს, შესრულებულია. საერთო ჯამში, 2021 წლის სამი კვარტლის ანგარიშით ხელვაჩაურის მერიამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი  შემოსავლების ნაწილში 100- ზე მეტით, ხოლო ხარჯვით   83  პროცენტით შეასრულა. ანგარიში საკრებულოს წევრებმა მოიწონეს. 

სხდომას დღეს  მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი