N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს, დაწესებულებაში სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას - აცახდებს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ.